შარლ ბოდლერი



შარლ პიერ ბოდლერი (ფრანგ. Charles Pierre Baudelaire; დ. 9 აპრილი, 1821, პარიზი ― გ. 31 აგვისტო, 1867, იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
ციტატები
[რედაქტირება]რაც უფრო ნაზია სული, რაც უფრო მომთხოვნი, მით უფრო შორს მიჰყავთ იგი ოცნებებს შესაძლებლობის ფარგლებს კიდეგან. |
ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს. |
შენ [ძაღლი] ბრბოს ჰგავხარ, რომელსაც სათუთი არომატები როდი უნდა მიართვა – რაც მას აღიზიანებს, – არამედ კარგად შერჩეული უწმინდურება. |
მართალია, ოდნავ მრცხვენია წარსულის გახსენების, მაგრამ არც დავიწყება მსურს რაიმესი. |
ხშირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხავებულ შედეგებს წარმოშობს. |
არსებობს ისეთი ძლიერი ცდუნებებიც, რომლებიც დამოუკიდებლად გარდაიქმნებიან სიკეთეში. |
ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში. |
ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები
ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი პაციენტი ოცნებობს გადაცოცდეს სხვა საწოლზე. |
ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები
ვერ წარმომიდგენია სილამაზე, რომელიც უბედურებასთან არაა კავშირში. |
ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები
ცეკვას შეუძლია ყველა ის საიდუმლო გაამხილოს, რომელიც მუსიკაში იმალება. |
ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები